ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ და ამისათვის თავის ეპარქიას სთავაზობს. მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ამით “დიდი პრობლემა” მოგვარდება, – ამის შესახებ ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშილი ციხეში ყოფნის დროს რამდენჯერმე მოინახულა, ერთ-ერთი ვიზიტისას მან მესამე პრეზიდენტი აზიარა და დღეს ისტორიული უწოდა.
დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ ფაჩუაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.