საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 11 დღეა ციხეშია. მიხეილ სააკაშვილი, მისი უფლებადამცველების ინფორმაციით, ამდენივე დღეა შიმშილობს.
მისი პირადი ექიმის შეფასებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა საფრთხეშია, თუმცა პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სააკაშვილი დიდი რაოდენობით თაფლს იღებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არაერთმა ცნობადმა სახემ დააყენა. მედიის ცნობით, მათ შორისაა დემნა გვასალიაც. საერო პირებთან ერთად მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას სასულიერო პირთა ნაწილიც ითხოვს. ფორმულას ინფორმაციით, მათ შორისაა ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც.
სასულიერო პირის პოზიციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ნიკოლოზ ფაჩუაშვილან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს.