მეწყრამდე აქ საქონლის სადგომი იყო – მეწყერი შოყაში, ადიგენი

July 22, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

მეწყრამდე აქ საქონლის სადგომი იყო – მეწყერი შოყაში, ადიგენი

ტექსტი:

ახლა მე ადიგენის სოფელ შოყაში დამეწყრილ ზონაში დავდივარ. რამდენიმე საათის წინ, ეს დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ამ ტერიტორიაზე არ იყო და ნაცვლად აქ საქონლის სადგომი იყო მოწყობილი, თუმცა  ვერც შენობა და ვერც შიგნით მყოფი ცხოველები მეწყერს ვერ გადაურჩნენ.

შემთხვევა გუშინ, 21 ივლისს მოხდა, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, უეცრად მცირე ზომის ნაკადული დიდ მდინარედ გადაიქცა, რომელმაც დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა. 

ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება 

შოყაში დაზიანებულია საცოხვრებელი სახლები, დანგრეულია საქონლის სადგომები, ადგილობრივების თქმით, დაიხოცა ძროხები, ღორები, კურდღლები, ქათმები. 

ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყერმა ოთხი ოჯახის საცოხვრებელი დააზიანა და მათ მერიისგან მიიღეს დაპირება ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფაზე. 

სოფელ გომაროს მსგავსად, ჩვენ ადიგენის მერიისგან დაზიანებების და ზარალის შესახებ პასუხები ვერ მივიღეთ. მერი მთელი დღის განმავლობაში არ გვპასუხობდა, ხოლო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მერი სტიქიის ზონებში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. 

დაზიანებული სახლები, საქონლის სადომები, ავტომობილები – მეწყრის შედეგები გომაროში

რა წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში: “ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე და უწყებაში შექმნილია სპეციალური კომისია ზარალის დასადგენად.”

შოყა ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქსტატის ბოლო 2014 წლის კვლევის თანახმად, სოფელში 100-მდე მოსახლე ცხოვრობს.