მიზანმიმართული ტყუილი და დეზინფორმაცია – ასე აფასებს ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი რუსეთის მთავრობის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას თითქოსდა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ავტონომიას ითხოვენ. სამველ მანუკიანი გვეუბნება, რომ ეს არის ე.წ. ფეიკ ინფორმაცია და ჯავახეთში მცხოვრებლებს ინტეგრაციის პრობლემა აქვთ.
რუსეთის სიყალბის მორიგი ადრესატი — ჯავახეთი #საინფორმაციო_ომი
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ირწმუნება, რომ ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს, ხოლო ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას.
ექსპერტთა შეფასებით რუსეთის ეს ანგარში საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ნაწილია და მიზნად ქართულ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ისახავს. «უნდა დავინახოთ ფართო სურათი» — რუსეთის მორიგი სიყალბე