Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

“მიკროავტობუსში იყო ჩართული ვიდეო-რეგისტრატორი, თუმცა გაქრა” – ახალი გარემოებები არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე

April 7, 2026

ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს, მიკროავტობუსში მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამბობს, რომ მიკროავტობუსში იყო ვიდეო-რეგისტრატორი, რომელიც ჩართული იყო, თუმცა ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, კამერა გაქრა და საქმეში არ ფიგურირებს. 

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე კიდევ 3 არასრულწლოვანი დაკითხეს, რომლებიც, სამარჯიშვილის თქმით, ამბობენ, რომ ავარიის დროს მიკროავტობუსის მძღოლი სწრაფად გადაადგილდებოდა.

მიკროავტობუსის სიჩქარეზე უკვე მეორე მოწმე საუბრობს – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება

საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს, ადიგენის სოფელ არალთან მომხდარ ავარიას, რა დროსაც მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი – მიკროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 

მიკროავტობუსს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთის გუნდის არასრულწლოვანი წევრები გადაჰყავდა. გარდაცვლილიც ფეხბურთელი იყო.

დაკითხვისას გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ მიკროავტობუსის მძღოლთან, ბეჟან ყულიჯანიშვილთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, მის ნომერზე სხვამ გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა, რომ ბეჟანი შეუძლოდ იყო და გასაუბრებას ვერ შეძლებდა.

“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე 

ავარიის საქმეზე მერვე თვეა დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უდნა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალდებას უარყოფს, არგუმენტად ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა.

ამავე თემაზე: ერთ დღეში დაწერილი დასკვნა და დაუდგენელი გარემოებები – არალთან ავარიის საქმე სასამართლოში

არალთან მომხდარი ავარიის საქმე: სასამართლო სხდომა გადაიდო

ექსპერტიზის დასკვნა სადავო დაცვისთვის, მთავარი მტკიცებულება პროკურატურისთვის-სოფელ არალთან მომხდარი ავარიის საქმე

“ვიბრძოლებ ბოლომდე და არ დავნებდები,” – არალთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა

დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა და არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია