მილხიდის მოწყობის გრძეეეეეელი ისტორია – ახალციხე 

June 27, 2024

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში საავტომობილო გზა რომელიც რამდენიმე სოფელს ქალაქთან კავშირებს, უკვე რამდენიმე თვეა გადათხრილია და გადაადგილება შეზღუდულია. აქ მილხიდი წესით გასული წლის ზაფხულში უნდა მოეწყოთ.

ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ თუ რა ელის მილხიდს და როდის დასრულდება ჯერ კიდევ 2021 წელს,  აწ უკვე სამცხის დეპუტატის, “ქართული ოცნების” მხრიდან ანტონ ობოლაშვილის დანაპირები, რომელიც მეოთხე წელია ვერ შესრულდა.

დავიწყოთ თავიდან:

27.04.2021

მილხიდის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას მოსახლეობა 10 წელზე მეტია ითხოვს, რადგან ხიდი გაჭედილი იყო, ტერიტორია იტბორებოდა და საკანალიზაციო ნარჩენები ჩაედინებოდა, ამ საკითხის მოგვარება იყო სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. 2021 წელს, სამცხის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა გვითხრა, რომ ეგონა ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იყო.

27.12.2022

ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ 2022 წლის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმებოდა 900 000 ლარამდე თანხის გამოყოფა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. 

18.01.2023

მილხიდის მოწყობისთვის ტენდერი, 2023 წლის დასაწყისში. არათუ 900 000-მდე ლარზე, არამედ, 400 -ზე მეტ ლარზე გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა სხვადასხვა დროს “ქართული ოცნების” და “ენმ“-ს შემწირველმა კომპანიამ შპს “არალმა” მიიღო და ხელშეკრულება გასული წლის 3 აპრილს გაფორმდა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან გავიდა წელიწადზე მეტი, მილხიდის რეაბილიტაციის ტენდერის ხელშეკრულებაში ცვლილება ექვსჯერ შევიდა. ახალი ხელშეკრულებით, წესით სამუშაოები მაისის თვეში უნდა დაესრულებინათ, თუმცა არსებული ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოების დაწყების დროს არაგეგმური სამუშაოები წარმოიშვა, შესაძლოა ტენდერი ხელახლა გამოაცხადონ. კონკრეტულად რა სამუშაოებზეა საუბარი? – მერმა ჩვენს რედაქციასთან მიმდინარე წლის 4 აპრილს ისაუბრა.

ახლა

რა იგეგმება ახლა? – ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს კითხვა 30 მაისს, საკრებულოს სხდომაზე დავუსვით, მან გვითხრა რომ საჭირო იყო ტერიტორიაზე დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება და სამუშაოებს დაახლოებით ზაფხულში დაიწყებდნენ. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ დამატებით კითხვებზე მერი ორშაბათს გვიპასუხებს.

ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მილხიდის მონგრევის შემდეგ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებშიც.

რატომ გაჭიანურდა დანაპირების შესრულება? – დავუკავშირდით სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსაც.

რა ელის მილხიდს? – კითხვას ჩვენი რედაქცია უკვე წლებია სვამს, მიუხედავად არაერთი დაპირებისა კონკრეტული პასუხი ამ დრომდე უცნობია. 

ასევე ნახეთ: რა ელის მილხიდს – ახალციხე