რა მიზეზით მოხდა გასროლა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სახლიდან, ამ დროისთვის უცნობია.
TOK TV თემასთან დაკავშირებით ახალქალაქის მერს, იური უნანიანს დაუკავშირდა. მერს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“არაფერი არ ვიცი რა მოხდა, მეც 15 წუთია რაც გავიგე. პოლიციალი არ ვარ, რომ დავადგინო რა მოხდა,” – ჩვენთან საუბრისას განმარტავს მერი.
ასევე ჩვენ ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ პეტროსიანსაც დავუკავშირდით, თუმცა იგი რამდენიმე საათია ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ მოქმედ მაჟორიტარს, ენზელ მკოიანს.
TOK TV ამ საკითხზე განაგრძობს მუშაობას.
შსს-მ გამოძიება 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.