Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

მოიპარავს თუ არა გრინჩი საახალწლო ტენდერებს ? ანუ როდის განათდება საახალწლოდ მუნიციპალიტეტები

December 14, 2021

ახალქალაქში ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მოწყობისა და გასართობი ღონისძიებებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედ არ შედგა. მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულისთვის 40 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა.

თავდაპირველად ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტედენტი მონაწილეობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მეორედ გამოცხადებული, იდენტური ტენდერით არავინ დაინტერესებულა. 

ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი გვეუბნება, რომ ტენდერს კიდევ ერთხელ “აუცილებლად” გამოაცხადებენ, იგივე პირობებით. 

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს. საახალწლო აქსესუარებისთვის და ლედ დეკორაციისთვის ასპინძის მერიამ ტენდერი 11 321 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შპს “ქოლორფულ სფირითს”-მა მიიღო და ხელშეკრულებაც დაიდო. კომპანიამ სამუშაოები 15 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. 

სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ამ მიმართულებით ტენდერები ჯერ არ გამოცხადებულა.