ადიგენის მერია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციისთვის, აცრებისთვის და სხვა მომსახურებისთვის 8 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.
მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ ტენდერს განმეორებით გამოაცხადებენ, თუმცა პირობები შეიცვლება თუ არა ამაზე იმსჯელებენ.
მერისვე თქმით, საკითხის ინიციატორი მოსახლეობა იყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ძაღლები უნდა გადაეყვანა თავშესაფარში, შესაბამისი პროცედურები ჩატარებოდა და შემდგომ უკან დაებრუნებინათ. ეს სამუშაოები კი 2022 წლის ბოლომდე უნდა ეწარმოებინა.
ამავე თემაზე: რა ბედი ეწევა 9 ლეკვს დედასთან ერთად — ადიგენი