უკანონო ხე-ტყის ჭრის ფაქტები ბორჯომში და ადიგენში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) ხე-ტყე. ერთ-ერთი მათგანი, ცხენის საშუალებით, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
“მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე წყაროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის მაისის თვეში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 13 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.