მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ, ხანძთელის ქუჩის კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

December 3, 2025

ახალციხეში, ხანძთელის 32 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნულისათვის მერია ნახევარ მილიონ ლარზე მეტის (563 038 ათასი ლარი) დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული კორპუსის რეაბილიტაციის საკითხზე ჩვენი რედაქცია 2023 წლიდან მუშაობს. კორპუსში მცხოვრებლებმა არაერთგზის გვითხრეს, რომ რეაბილიტაციისთვის მერიას მრავალგზის მიმართეს,როგორც ზეპირსიტყვიერად ისე წერილობით.

ხანძთელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია როგორც კორპუსის გარე ისე შიდა ინფრასტრუქტურა. მერიაში გვითხრეს, რომ თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 2-დან 5 დეკემბრამდე იწარმოებს.

ამავე თემაზე მასალა: ახალციხეში, ე.წ ფაბრიკის ბინებში მცხოვრებლები კორპუსის რეაბილიტაციის მოლოდინში