ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ვალდებულების მიუხედავად მუნიციპალიტეტების ნაწილში მრჩეველთა საბჭოს მუშაობა სუსტია ან საბჭო საერთოდ არ ფუნქციონირებს. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მექანიზმი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის? განმარტავს კოკა კიღურაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მერის მრჩეველთა საბჭომ გასული 1 წლის განმავლობაში 5 სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრული 6 საკითხი განიხილეს.
მათ შორის: 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი; მდ. მტკვარზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა; მერის 2020 წლის მუშაობის ანგარიში; რეგიონალური ფონდიდან განსახორციელებელი პროექტები; ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და წარადგინეს “საპატიო ასპინძელის” კანდიდატები.
უწყების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 8 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო 2020 წელს მარტში, ივნისში, აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში თვეში შეიკრიბა.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომები 2020 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი პანდემიაა.
ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭომ, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში სულ სამი სხდომა ჩაატარეს, რომელზეც 9 საკითხი განიხილეს.
დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაციას ველოდებით.
რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისთვის და დემოკრატიულობისთვის მერის მრჩეველთა საბჭოს აქტიური მუშაობა? საკითხზე ჩვენ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოკა კიღურაძე გვესაუბრება.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესის მიხედვით, საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.