“მსურს წავიდე ჯარში, ჩემს სურვილს ავასრულებ,” – ლიკა თუმანიშვილი

July 24, 2024

“მსურს წავიდე ჯარში, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებია, ჩემს სურვილს ავასრულებ,” – უდეში მცხოვრები ლიკა თუმანიშვილი

ჩვენ უდის ანსამბლ “ჰარალეს” წევრებს, სამოქალაქოს მასწავლებელ ქეთი ენდელაძესთან ერთად, გენდერულ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიე

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ეს ადიგენის სოფელ უდის ქორეოგრაფიული ანსამბლის, “ჰარალეს” წევრები არიან. მოცეკვავე ბაქარ აფრიამაშვილი უდეში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართულ ცეკვას უკვე 9 წელია ასწავლის და ჯამში ამ ეტაპზე 150 მოსწავლე ჰყავს. 

ანსამბლის ერთ-ერთ წევრის, ლიკა თუმანიშვილის სამომავლო გეგმები ჯარს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამის მოწინააღმდეგე საზოგადოებაშიც მოიძებნება და ოჯახშიც, გეგმავს თავისი სურვილი მაინც რეალობად აქციოს. 

ჩვენ “ჰარალეს” წევრებს სწორედ გენდერულ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ. ვიდეოები 

სპიკერი სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ქეთი ენდელაძეა, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრება ქალების და კაცების უფლებებზე, დისკრიმინაციაზე და სტერეოტიპებზე, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე.

შეხვედრა, ახალგაზრდებთან სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის და TOK TV-ს პარტნიორობით გავმართეთ, რომელიც დაფინანსებულია საფარის მიერ WISE (ვაიზის)  პროგრამის ფარგლებში.