“ნამდვილად არ ვიცი რატომ არ მოვხვდი კანდიდატთა სიაში,” – ასე გვიპასუხა ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა კითხვაზე თუ რატომ მიიღო პარტიამ გადაწყვეტილება მისი ჩანაცვლების შესახებ. მოქმედი დეპუტატი ჩვენ გუშინაც გვეუბნებოდა, რომ არ იყო საქმის კურსში და კონსულტაციებს პარტიასთან არ გადიოდა.
TOK TV-თვის მიცემულ ინტერვიუში ის ასევე ამბობს, რომ რჩება პარტია „ქართულ ოცნების“ რიგებში. უფრო მეტიც საპარალამენტო არჩევნებზე ის ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება და პარტიულ საქმიანობას განაგრძობს.
რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის ნაცვლად დაყენებულ კანდიდატს, გიორგი კოპაძე მას დადებითად ახასიათებს: „20 წლიდან ვიცნობ მას და ვიცი, რომ არის მშრომელი და წესიერი კაცი, რომელიც შრომობდა ყოველთვის და წარმატებებსაც მიაღწია, როგორც რეგიონში ისე, თბილისში,“ – ასე ახასიათებს ის ანტონ ობოლაშვილს.
რაც შეეხება ობოლაშვილს მას არ აქვს პოლიტიკური წარსული. ის ბიზნესმენია. ჩვენ ასევე ვკითხეთ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ანტონ ობოლაშვილის და ვანო მერაბიშვილს მეგობრობა აკავშირებს., რაზეც ასე გვიპასუხა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატ, ვანო მერაბიშვილს და ‘ქართული ოცნების“ კანდიდატს, ანტონ ობოლაშვილს შორის მეგობრობა ტყუილია.“
საქმე ეხება 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურა ქადაგიძემ დაასახელა ის კომპანიები, რომელიც მისი თქმით გარკვეულ პირებს გარკვეული ზეწოლის შედეგად ჩამოერთვათ. სიაში მოხვდა ანტონ ობოლაშვილის კომპანია შ.პ.ს „გლობალფარმი“, სადაც ნახსენებია, როგორც ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარი.
„ეს არის ჩვეულებრივი ჟურნალისტური ხრიკები რომ არიონ და რაღაცა რაღაცას მიაბან. იგი ქველმოქმედი და მეცენატი პიროვნებაა. ვანო მერაბიშვილთან ანტონს არაფერი კავშირი არ აქვს ნამდვილად ვიცი,“ – გვითხრა კოპაძემ.