ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსის შედეგად შეირჩევა და დაფინანსდება 5 საუკეთესი საფინანსო იდეა. განცხადებების შევსება შესაძლებელია 11 თებერვლის ჩათვლით.
პირველ ადგილზე გასული პროექტი 2 000 დოლარამდე თანხას მიიღებს, II-III ადგილზე გასული 1 000-1 000 დოლარამდე თანხას. ხოლო, IV-V ადგილზე გასული პროექტებისთვის თანხა 500-500 დოლარამდეა გათვალისწინებული.