ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას ჩვენი ქვეყანა უკვე მესამედ უმასპინძლებს. პროგრამას ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან.
სწავლება 20-25 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.
მიზანი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლების ხელშეწყობაა. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.