ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ჰიბრიდული ომების გავლენა ევროპულ და აზიურ ქვეყნებში, ნატოს ბირთვული პოლიტიკა, ასიმეტრიული საფრთხეები, ჯიჰადიზმი და ავღანეთის საკითხი – ამ და სხვა თემებით ქართველი მეცნიერების ავტორობით ამერიკაში გამოიცა წიგნი “ნატო და ევროპის და აზიის მომავალი”.
ოთხი ქართველი ავტორის, ეკა ბერაიას, ვახტანგ მაისაის, ნიკა ჩიტაძეს და ალიკა გუჩუას ავტორობით მომზადებული ნამუშევარი IGI Global -ის მიერ გამოიცა.
წიგნის ავტორები ამბობენ, რომ ნამუშევარში დეტალურად არის გაანალიზებული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფოსთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოსთვის.
წიგნის ავტორების თქმით, სამეცნიერო ლიტერატურას გამოიყენებენ როგორც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ისე საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე მისი გამოწერა შესაძლებელია ნებისმიერი ლოკაციიდან. მომზადებულია ონლაინ ვერსიაც.
__________________________________________________
პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.