ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, “მტკიცე სული 2025” დაიწყო

July 25, 2025

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, “მტკიცე სული 2025” დღეს დაიწყო – ეს უკვე მეთორემეტე შემთვევაა, როდესაც საქართველო აღნიშნულ სწავლებას მაასპინძლობს, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.

ნატო საქართველოს პარტნიორობის 33 წელი შესრულდა

როგორც კადრებში ჩანს, გახსნის ცერემონიალს არ ესწრებოდა არც სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის პრემიერ-მინისტრი და არც “ქართული ოცნების” პრეზიდენტი.

“Agile Spirit 2025” რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება თურქეთში სწავლება, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.

Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.

მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საქართველოში 2013 წლიდან იმართება, რომლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება, ურთიერთ-თავსებადობის ამაღლება და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა.