30 მაისს გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
Თუ რა გახდა ბიოკოტის მიზეზი, Ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯომარის მოადგილე ანარ მურადოვი tOK TV -სთან განმარტავს.
Მურადოვის თმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონის ფონზე რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, რაზეც ინფორმირებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოც.
ანარ მურადოვის თქმით, Პარტია ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება ეს კანონი გაუქმებული.
Საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს სრულად დაუჭირეს მხარი ,,ქართული ოცნება“- დემოკრატიული საქართველოს წევრებმა.