ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, საპნის ბუშტების შოუ, კონცერტი, – ნინოწმინდაში და ახალქალაქში 24-25 ივნისს “მუსიკალური საღამოები” გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორი მთავრობის ადმინისტრაციია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამცზე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ნინოწმინდაში “მუსიკალური საღამო” 24 ივნისს, ჰაიოს ქართლოსის სკვერში გაიმართება. პროგრამა 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. საღამოს კონცერტს გაუძღვებიან ზუკა ხუციშვილი ბენდით და ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები წარდგებიან.
25 ივნისს კი “მუსიკალური საღამო” ახალქალაქის ცენტრალურ სკვერში ჩატარდება, რომელსაც მუსიკალურად ანსამბლი “შვიდკაცა” და ბენდი Mix2ra გააფორმებენ.
რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ღონისძიებები და რა თანხის დახარჯვა იგეგმება უცნობია.