ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი და დაწესებულებაში ბავშვების მიმართ შეუსაბამო ქცევა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც მოხვდა. დოკუმენტში აღწერილია ის ვითარება, რაც პანსიონის ირგვლივ ბოლო წლებში განვითარდა. მათ შორის ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, დამაკნინებელ, არაადამიანურ და უთანასწორო მოპყრობაზე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოთხოვნაზე, რათა მათ შშმ პირები პანსიონიდან გაეყვანა და პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე გაჭიანურებულ გამოძიებაზე.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პანსიონში მცხოვრები ბენეფიციარების უფლებებს იცავდა, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იყო, რა ვითარებაა ახალ პანსიონში? საკითხებზე ორგანიზაციის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი გვესაუბრება