ნუცა ბუზალაძის პოსტის დაHA-HAვებიდან სასამართლომდე — ნინო ხაზალაშვილის საქმე

November 25, 2025

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი აიპიდან გათავისუფლებული პირი, ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტის და-HA-HA-ვების გამო გაათავისუფლეს.

პოსტი, ახალციხეში ნუცა ბუზალაძის წინასაახალწლო კონცერტს ეხებოდა, რომელიც მერიას 18 000 ლარი დაუჯდა.

ამის შესახებ დღეს, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. ნინო მიუთითებს, რომ ხელმძღვანელისგან გაფრთხილება მიიღო პოსტებზე რეაქციების გამოხატვის გამო, დასტურად კი საქმეში დასთან მიმოწერა ინახება.

ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” დირექტორი, დავით მუმლაძე უარყოფს და ამბობს, რომ “აბსურდია”.

რა მოხოდა სხდომაზე? – დავიწყოთ.

სხდომას მოსამართლე, ლუიზა თოდუა უძღვება 

მისგან ხელმარჯვნივ მოსარჩლე მხარეა (ნინო ხაზალაშვილი და მისი ადვოკატი, ჯუნა სტეფნაძე

მოსამართლის მარცხნივ მოპასუხე მხარე (დავით მუმლაძე და მისი წარმომადგენელი ევა იველაშვილი (იველაშვილი ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში იურისტია) 

დარბაზში რამდენიმე პირია. მათ შრის სამი ჟურნალისტი ვართ, ფურცლებით და კალმებით ხელში, რადგან “ქართულმა ოცნებამ” სხდომების გადაღება აკრძალა. 

მოსამართლემ სხდომა გახსნა.

მოსარჩელე მხარე, თავდაპირველად გათავისუფლებული ხაზალაშვილის იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. თუმცა, წინა სხდომაზე, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, გაირკვა, რომ შტატი გაუქმებულია და ფიზიკურად ვერ აღადგენდნენ. ამის გამო, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნა დააზუსტა და ხაზალაშილის კომპენსაციის შუამდგომლობა დააყენა. 

– მორიგება გსურთ? – იკითხა მოსამართლემ. 

ჯუნა სტეფნაძე: – მოსარჩელის სურვილია კომპენსაცია, რომელშიც შედის როგორც მორალური ასევე მატერიალური ზიანი.

ევა იველაშვილი: – კომპენსაციის ოდენობას თუ გააჟღერებთ?

ჯუნა სტეფნაძე: – კი ბატონო. ჩვენ ვეცადეთ კომპენსაცია ყოფილიყო რეალური და აღსრულებადი. 10 თვის ხელფასი და მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობის. ჯამში 28 500 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ევა იველაშვილი: – გავაგრძელოთ, მთავარ სხდომაზე გადავიდეთ. 

მოსამართლე: – ანუ არ არის მისაღები?

დავით მუმლაძე: – აბსურდულ თანხას ასახელებენ, რადგან გადაწყვეტილება იქნა მიღებული [გულისხმობს ხაზალაშილის გათავისუფლებას] ორგანიზაციის მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ხარჯების დასაზოგად.

ჯუნა სტეფნაძე: – რა იქნებოდა თქვენთვის მისაღები თანხა? 

ევა იველაშვილი: – 5 000 ლარის ფარგლებში.

ჯუნა სტეფნაძე: – ეს წარმოუდგენელია. 

შეთანხმება არ შედგა და მთავარი სხდომა დაიწყო. 

მოსამართლემ სასარჩელო მოთხოვნა წაიკითხა:

ნინო ხაზალაშვილი 2019 წლიდან, ააიპ-ში პროექტების მენეჯერი იყო.
2025 წლის 20 იანვარს, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ აღარ გაუგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.
მოსარჩელემ ერთ-ერთ საჯარო პოსტზე გამოხატა რეაქცია, რის გამოც მიიღო შენიშვნა, რომ თავი შეეკავებინა პოლიტიკური გემოვნების, ფეისბუქზე დაფიქსირებისაგან. 

20 იანვარს უთხრეს, რომ ხელშეკრულება გაუგრძელდებოდა მხოლოდ 1 თვით. 
29 იანვარს სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ გაათავისუფლეს.

_____

დღეს, სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხე მხარემ თქვა, რომ “ხაზალაშვილის სარჩელის ვადები დარღვეულია ხანდაზმულობის გამო და აქედან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.” 

გარდრა ამისა, მხარე ამბობს, რომ ხაზალაშვილი გათავისუფლდა ლეგიტიმურად.

ევა იველაშვილის თქმით, საქმეში წარმოდგენილია სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციები და გაურკვეველი წარმოშობის მიმოწერა, რომელიც მათივე თქმით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებად.

ევა: – “ვიღაცა ვიღაცას წერს მესიჯებს. ნებისმიერს შეუძლია შექმნას ახალი ექაუნთი, ნებისმიერი სახელითა და ინიციალით. ერთმა და იგივე ან თუნდაც სხვადასხვა პიროვნებამ გარკვეული მესიჯებში გაუგზავნოს ერთმანეთს.”

ადვოკატი, ჯუნა სტეფნაძე ამბობს, რომ სარჩელის წარდგენის ვადების დარღვევის მიზეზი DMO-დან გამოთხოვილი დოკუმენტების მიღების დაგვიანებაა.

ჯუნა: – მათი მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო.

რაც შეეხება მიმოწერას, ჯუნა სტეფნაძის თქმით, მიმოწერის ავთენტურობის დადასტურება მარტივად გადასამოწმებელია, მიმოწერის და პოსტის სქრინი (რომელზეც გამოხატა რეაქცია) საქმის მასალებში დევს. 

ჯუნა სტეფნაძე: – “ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ მან ნამდვილად მიიღო შენიშვნა, რომ მას თავი შეეკავებინა სოციალურ ქსელში, მისი პოზიციის დაფიქსირებისგან. ის რეაქცია რომელიც გამოხატა მიმართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის მიერ ჩამოყვანილი მომღერალისადმი, წინასაახალწლო პერიოდში [იგულისხმება ნუცა ბუზალაძე].”

სწორედ ეს პოსტი დააჰაჰავა ხაზალაშვილმა, რაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 

“და თურმე ეს აღმოჩნდა შეურაცხმყოფელი ორგანიზაციისთვის და ხელმძღვანელისთვის” – თქვა ჯუნამ. 

საუბარში ჩაერთო ინტერმუნიციპალური ააიპიდან გათავისუფლებული პირი

ნინო: – როდესაც მეცნობა რომ ხელშეკრულება 1 თვით უნდა გაგრძელებოდა ააიპის ხელმძღვანელმა მითხრა სიტყვები: “მიზეზსაც ვერ გეუბნები…

“შესაბამისად ეს ბიუჯეტის ნაწილი და აბსურდი გავიგე სტატიიდან”

ააიპის ოფიციალური პოზიციით, ხაზალაშვილის გათავისუფლების მიზეზი ფინანსების დაზოგვაა.

დავით მუმლაძე მიმოწერაზე:

დავითი: – მსგავსი სახის მიმოწერა შემიძლია ნებისმიერ დროს შევქმნა ჩემს დასთან, წინასწარი შეთანხმებით.

გაგრძელება იქნება …