ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი სოხუმში მოკლეს,- ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
საკუთრივ ამ მედიას წყაროდ აფხაზურ „ტელეგრამ”-არხები აქვს მოყვანილი, სადაც საუბარია, რომ ქემალ არძინბა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ გარდაიცვალა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დე ფაქტო შს მინისტრის დიმიტრი დბარის ბრძანებით, ე.წ. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები სულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ასევე ჩაკეტილია ქალაქიდან გასასვლელი გზები.