ომბუდსმენი ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსის და ბაღების გაერთიანების იურისტის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეს შეისწავლის.
გათავისუფლებული პირები, გახარიას პარტიის აქტივისტის, ლევან თათოშვილის დედა და დეიდაა. როგორც ისინი აცხადებენ მხარის გუბერნატორმა მათ განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება მოსთხოვა, ფაქტის გადამოწმებას ჩვენ თავად გუბერნატორთან უკვე მესამე დღეა ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს და არც სამსახურში დაგვხვდა.
ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს აპარატის უფროსის გათავისუფლების ბრძანებას აწერს ხელს. პასუხის გაცემას თავს არიდებს ახალციხის ბარების გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა მერაბიშვილი, რომელმაც მედიის ინფორმაციით მისი იურისტის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ერთადერთია, რომელიც ამ თემაზე პასუხობს ამბობს, რომ არ არის მზად მსგავსი ტიპის კითხვებზე პასუხის გასაცემად.