ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს და ამისთვის დროს 20:00 საათამდე აძლევს. ოპოზიციური პარტიების აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვების შემთვევაში ისინი მზად არიან ივანიშვილთან მოსალაპარაკებლად, ახალი არჩევნების თარიღის დათქმის მიზნით.
„საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ქალბატონი ჟვანია და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ “მათი უფლებაა კანონის ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ.”
ოპოზიციური პარტიები, ისინი ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა (“პატრიოტთა ალიანსის” გარდა) პარლამენტის წინ აქციას მართავს. მათ პარლამენტის შესვლაზე უარი განაცხადეს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.