სასმელი წყლის უხარისხობა, კორუფცია, დასაქმება – საკითხებს ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთში მთავარ პრობლემად მიიჩნევენ.
გაერთიანებული კოალიციის წარმომადგენლები დღეს ახალციხესა და ადიგენში მოსახლეობას შეხვდნენ.
რას პასუხობენ ოპოზიციური გაერთიანების წევრები საზოგადოებაში გავრცელებულ სკეპტიციზმს იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ნაკლებად აქტიურობენ და რა გეგმა აქვთ ეთნიკური უმცირესობების წინასაარჩევნოდ ინფორმირებისთვის? – კითხვები კოალიციის წარმომადგენლებს დავუსვით, ვნახოთ პასუხები.