ახალციხეში, გვარამაძეს ქუჩაზე საავტომობილო გზის და დიდიმამიშვილის ქუჩაზე კორპუსის რეაბილიტაცია – ორი პროექტის დაფინანსება იგეგმება ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, – ამის შესახებ დღეს ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, გვარამაძს ქუჩის რეაბილიტაციითვის იგეგმება მილიონზე მეტი ლარის ხოლო, დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთის 400 000-მდე ლარის გამოყოფა იგეგმება.
გასული წლებისგან განსხვავებით, 2026 წლის რეგფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა შემცირებულია. რატომ? ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა კბილაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი „გარდამავალი პროექტებია“. მისი განმარტებით, 2025 წელს დაიწყო რამდენიმე სამუშაო, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს, ამიტომ მათი დაფინანსება 2026 წლის რეგფონდიდან გაგრძელდება.
კბილაშვილის თქმით, ამ სიას ორი ახალი პროექტი დაემატა.