პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ სამ პირს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალი წარედგინათ – პროკურატურა

October 6, 2025

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინათ, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

გავცრელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

რა მხოდა? –  4 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების პარალელურად, მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” დაგეგმა “სახალხო კრება”, რომლის მიზანსაც “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა” წარმოადგენდა. ღონისძება ხალხმრავალი იყო, რომელსაც საქართველოს სხხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდნენ. 

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.

შსს-მ 4 ოქტომბერს დააკავა ორგანიზატორები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.