“ალტ ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის”ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ერვოკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.
სხვადასხვა შეფასებით რუსული ინტერესების გამტარებელი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი, პროკრემლისტური ტელევიზიის ორგანიზებით აქცია დღეს თბილისში გაიმართა. ისმოდა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები.
ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვის ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვის მუხლით დაიწყო, რაც პირველი შემთხვევის დროს, 1000-ლარიან ჯარიმას გულისხმობს, განმეორებით 2000 ლარიანს ან 15-დღიან პატიმრობას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვეს. იგივე გააკეთეს 2021 წლის 5 ივლისს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დროშას საკანონმდებლო ორგანოსთან ისევ დაკიდებენ, რაც შეეხება დროშის დაწვას და აქციას, განაცხადა, რომ “რადიკალიზმი შობს რადიკალიზმს”.
“ეს არ არის მარტო დროშის დაწვა, ეს არის შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რადგან ეს დროშა ჩამოხსნეს.”
“ალტ-ინფო დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, ისევე როგორც ხალხის ძალა – რაც ქმნის სამებას,” – გვეუბნება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.