ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტია “თავისუფალი საქართველოდან”, გოდერძი კუბლაშვილმა სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
კუბლაშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მის მოთხოვნას ადიგენის მერიის და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირთა გადადგომა წარმოადგენს.
პოლიტიკოსის განმარტებით, საქმე ეხება ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომლის დაკანონების მოთხოვნით მან შესაბამის კომისიას გასულ წელს მიმართა თუმცა ცოტა ხნის წინ უარი მიიღო. შემდეგ კი აღნიშნული სასამართლოში გაასაჩივრა.
კუბლაშვილი ამბობს, რომ მიწის გადაფორმებაში ხელის შეშლა ადიგენის მერის, ზაქარია ენდელაძის დავალებით ხდებოდა. გვეუბნება, რომ შიმშილობას მანამ გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
რა მიზეზით არ გადაეცა მიწის ნაკვეთი და იყო თუ არა გადაწყვეტილება ადიგენის მერის ინტერესებში? ამ კითხვებით ჩვენ თავად მერს, ზაქარია ენდელაძეს დავუკავშირდით.
“საერთოდ არ მაქვს არანაირი პირადი ინტერესი გოდერძისთან. სიმართლე გითხრათ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავცნობივარ. მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ,” – გვითხრა ენდელაძემ და ტელეფონი გათიშა.