ადიგენელი სპორტსმენი, გიორგი კირვალიძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს პატიმრობაში დატოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, იოსებ ხითარიშვილი გვიდასტურებს.
ადვოკატის თქმით, კირვალიძესთან ერთად კიდევ 5 დაკავებულის პროცესი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატების მოთხოვნა გირაოს შეფარდება იყო, სასამართლომ არ გაითვალისწინა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
გიორგი კირვალიძე 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ აქციაზე მონაწილეობდა. როგორც ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა ამბობს, კირვალიძე თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში.
ადიგენელ სპორტსმენს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით აქვს წარდგენილი.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელში მონაწილე, ამ ეტაპზე 46 პირი დააკავეს.