ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ეს წალკის სოფელ კოხტაში დაახლოებით 1 წლის წინ გახსნილი სკოლაა. აქ მოსწავლეებს ჟურნალისტიკის, დამოუკიდებელი მედიის როლისა და ისტორიის შესახებ ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, თსუ-ს პროფესორი ნათია კუპრაშილი ესაუბრა.
“სადაც ადგილობრივი მედია არ არის საზოგადოება ვერ ვითარდება”- ამ ფრაზით სპიკერმა რეგიონული მედიის შეუცვლელი მნიშვნელობა გადმოსცა.
შეხვედრა სოფელ კოხტაში პროექტის “საუბრები წყაროსთან” ფარგლებში გაიმართა. ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებუბლი პროექტი სამცხე-ჯავახეთის და წალკის სოფლებს მოიცავს.