Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

პოლონეთის TVP-მ სომხურ და ქართულ ენებზე ახალი საინფორმაციო არხები აამოქმედა

April 28, 2026

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) სომხურენოვანი საინფორმაციო არხი VT Hayastan News აამოქმედა. პარალელურად 27 აპრილიდან ქართული პლატფორმა VT Sakartvelo News-მაც დაიწყო მუშაობა, – ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორივე პროექტის მიზანია რეგიონში საინფორმაციო სივრცის გაძლიერება და დეზინფორმაციის გავლენის შემცირება.

VT Hayastan News სომხეთისა და დიასპორისთვისაა განკუთვნილი და სომხურ ენაზე მაუწყებლობს. პროექტი სომხურენოვან აუდიტორიას სთავაზობს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და საერთაშორისო თემებზე ინფორმაციას. არხი ეთერში 2026 წლის 30 მარტიდან გავიდა. 

როგორც VOT TAK. TV პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საგარეო მაუწყებლობის ცენტრზე დაყრდნობით წერს, სხვადასხვა ენაზე ახალი საინფორმაციო სერვისების განვითარება დაკავშირებულია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლასთან იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში.

VT Sakartvelo News-ის პირველი გადაცემა 27 აპრილს გავიდა ეთერში. არხი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მაუწყებლობს „Белсат“-ზე და ხელმისაწვდომია YouTube-სა და სოციალურ ქსელებშიც. ის ქართულ ენაზე აშუქებს საქართველოს შიდა პროცესებსა და იმ საერთაშორისო მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაზე გავლენას ახდენს.

პროექტები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ფინანსდება და TVP-ის საერთაშორისო მაუწყებლობის გაფართოების ნაწილს წარმოადგენს.