“პრაიმ-თაიმსს”, “კვირას” და “გაზეთ ვრასტანს” ჯამში 11 000 ლარს გადაუხდის ახალციხის მერია, მუნიციპალური ღონისძიებების, ანონსების, ინტერვიუების გაშუქებისთვის, – ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვა მერიამ სამივე მათგანთან უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, “პრაიმ-თაიმსს” და “კვირას” ერთი წლის განმავლობაში, თვეში 250 – 250 ლარად ევალებათ მუნიციპალური ღონისძიებების, ანონსების და აქტივობების გაშუქება. ხოლო, მერია გეგმავს “გაზეთ ვრასტანისგან” 0,40 თეთრად იყიდოს 12 500 ნომერი გაზეთი, “არაქართულენოვანი მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით”. მერიას გაზეთები ჯამში 5 000 ლარი დაუჯდება.
ხელშეკრულებების მიხედვით, გამოცემებმა მუნიციპალური აქტივობები 1 წლის განმავლობაში, 2026 წლის, 31 დეკემბრამდე უნდა გააშუქონ.