“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანა ჟორჟოლიანის; “ადამიანის უფლებათა ცენტრის”ხელმძღვანელის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, “ერთმანეთისთვის 24/7”-ის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას და აქტივისტ, მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის დროს, მარიამ ბაჯელიძის სახლში იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიც, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ აქტივისტები, სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ ინფორმაციას.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ წაიღეს მობილური ტელეფონი.
იმის შესახებ, რომ დღეს, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო ინფორმაცია, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ “საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გამო, მიმდინარე წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს.”
მოქალაქეების კერძო საკუთრებაში ჩატარებულ ჩხრეკს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველი: „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.
აქციების დაწყების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არაერთი კანონი გაამკაცრა, რომელიც დემონსტრაციების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მათ შორის გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.
ამ დროის განმავლობაში არაერთი ადამიანია დაჯარიმებული, გზის გადაკეტვის ბრალდებით. ზემოხსენებული ფონდები დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდნენ.
ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანის Facebook Live-დან