“რაბათის ციხეს” ბოლო 6 თვის განმავლობაში 60 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

July 31, 2024

60 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია “რაბათის ციხეს” ბოლო 6 თვის განმავლობაში, მათგან 40 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის, ხოლო – 21 000 მდე საქართველოს მოქალაქე იყო, – აღნიშნული სტატისტიკურ მონაცემებზე, ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა , ახალციხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი ანგარიშის დროს ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით 2023 წელს ” რაბათის ციხის” ტურისტების საერთო რაოდენობამ 110 000-ზე მეტი შეადგინა, აქედან 62 000-მდე საქართველოს ხოლო 50 000-ზე მეტი – უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის ბოლო ექვს თვეში ” რაბათის ციხემ” შემოსავლის სახით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მიიღო, გასულ წელს კი – 1 300 000-მდე.