საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე მილიონ 800 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 17 ათასამდე გარდაიცვალა,– ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზეა განთავსებული.
მოუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი დინამიკით დაავადება შესუსტდა და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, ეპიდემიოლოგების და დარგის სპეციალისტების თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და დადებითი ტემპის შესანარჩუნებლად კვლავ მთავარ რეკომენდაციად ვაქცინაცია რჩება.
როგორია მოსახლეობის ინფორმირებულობა COVID-19–ის შესახებ, რა იციან ამის შესახებ მედია, სამოქალაქო და სახელმწიფო უწყებებმა და რამდენად არის მზად მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში კვლავ ჩაერთოს, – ამის გასარკვევად საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში შეხვედრებს და ფოკუს ჯგუფებს მართავს. მსგავსი შეხვედრა გაიმართა ახალციხეშიც, სადაც სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, კერძო სექტორის და ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებმა პანდემიის დინამიკასა და ვაქციანციის პროცესზე იმსჯელეს.