რამდენია პენსია საქართველოში და ევროპაში

December 17, 2024

საქართველოში და მსოფლიოში, 60 და 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის, პენსია ერთ-ერთი მთავარი და ზოგჯერ ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის – 378 ლარია გათვალისწინებული. 

საგრძნობი განსხვავებაა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საპენსიო შემოსავალს შორის. მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ISET Policy institute-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში ყოველთვიური პენსია 13-ჯერ მეტია, ვიდრე – საქართველოში.

პენსია ევროკავშირში 

ევროკავშირში პენსიის საშუალო მაჩვენებელი, ISET-ის ცნობით, 1 576 ევროა. 

Mercer CFA Institute Global Pension Index-ის ბოლო 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სადაც 44 ქვეყნის საპენსიო სისტემაა ასახული, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყველაზე მაღალი პენსია, ისლანდიაშია.

ქვეყნების სია საუკეთესო საპენსიო სისტემის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  • ისლანდია – 1 965 ევრო
  • ნიდერლანდები – 1 270 ევრო
  • ფინეთი – 1 845 ევრო
  • დანია – 980 ევრო
  • ნორვეგია – 1 513 ევრო
  • შვედეთი – 1 319 ევრო

ამავე წყაროს ცნობით, საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნად ნიდერლანდები დასახელდა. 

ასევე, ხუთეულში იყო ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: ისლანდია, დანია, ისრაელი და ფინეთი.

პენსია საქართველოში 

საქართველოში პენსია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე სხვადასხვანაირია, განსხვავებაა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსიის რაოდენობაშიც. 

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში:

1. 70 წლამდე პირთა პენსია – 315 ლარია; 
2. 70 წლამდე პირთა პენსია, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის – 378 ლარია;
3. 70 წლის და უფრო მეტი ასაკის პირები ყოველთვიურად – 415 ლარს იღებენ;
4. 70 ლის და უფრო მეტი ასაკის პირები მაღალმთიან დასახლებაში – 500 ლარს იღებენ.

“ჩვენ ეს დაახლოება გვინდა[ევროპასთან] რომ მოხუცი იყოს დაფასებული და სწამლობდეს იმდენ პენსიას, რაც მას ეკუთვნის,” – ევროპაში და ევროგაერთიანების ქვეყნებში არსებულ სოციალურ ფონზე და საპენსიო სისტემაზე გვესაუბრება, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი. 

საპენსიო ასაკი საქართველოში, ქალებში 60 და კაცებში 65-ია. ევროპაში საპენსიო ასაკი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია.