ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
უდეში, მეწყრულ ზონაში, 75 საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს, 45-ოჯახი განსახლებას ექვემდებარებოდა
ნახეთ, რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერზე
ტექსტი:
უდეში, მეწყრულ ზონაში, 75 საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს, 45-ოჯახი განსახლებას ექვემდებარებოდა – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის, მას შემდეგ რაც უწყებისაგან მონაცემები საჯარო წესით გამოვითხოვეთ.
უწყების ინფორმაციით, მათ ტერიტორია გასულ წელს შეისწავლეს. მათივე დასკვნის თანახმად 75 ოჯახიდან 30-ის სახლები გამაგრებას დაექვემდებარა.
როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, 45 ოჯახს შორის, ე.წ “პირდაპირების” დასახლებაში მცხოვრებთაგანა მხოლოდ 16-ია, დანარჩენები მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლები არიან. ე.წ “პირდაპირები” არის ტერიტორია, სადაც მეწყერი თავდაპირველად განვითარდა და ჩვენმა რედაქციამ მისი შედეგების შესახებ რამდენჯერმე მოგითხროთ.
უზრუნველყო თუ არა მერიამ ყველა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა? – მუნიციპალური ორგანოდან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ იმ 30 სახლზე რომელიც გამაგრებას
საჭიროებს გაცემულია შემდეგი რეკომენდაციები:
- ზედაპირული და გრუნტის წყლების ნაკადების რეგულირება;
- სადრენაჟე სისტემების მოწყობა;
- სახლების საძირკვლების და მზიდი კედლების აღდგენა-გამაგრება;
- საძირკვლების გარშემო ჰიდროსაიზოლაციო საფარის დაგება და სხვა.
სახელმწიფომ რა ჰქნა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული წერილის მიხედვით, უდეში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ფიქსირდებოდა.
ამავე წყაროს ცნობით, “2014 წლიდან, ადიგენის მერიის მიმართვის საფუძველზე, სააგენტო ეტაპობრივად ამზადებს საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ შეფასებას, რის საფუძველზეც მზადება შესაბამისი დასკვნები, პრევენციული ღონისძიებების მითითებით.”
რა პრევენციულ ზომებზეა საუბარი, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ მეწყრის დამაზიანებელი ზეგავლენის თავიდან აცილებისთვის? – ამის გასარკვევად უწყებიდან საჯარო ინფორმაცია დამატებით კიდევ გამოვითხოვეთ.
როგორ შეიძლება მეწყრული პროცესების მართვა ? – ვკითხეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს.
ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, გაიცა თუ არა და რის საფუძველზე, უდეში მეწყრულ ზონაში განაშენიანების ნებართვები, – გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მათ კომპეტენციას სცდება. ინფორმაციის მიღებას ველოდებით ადიგენის მერიიდან.
რა ხდება უდეში, მეწყრულ ზონაში ? – ვრცელი მასალა ნახეთ: მეწყერი უდეში – ადიგენი