ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი “მესაზღვრეების დასახლების” ტერიტორიაზე, 39 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცეს მოწყობა იგეგმება. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.
გარდა დემონტაჟისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება შენობების ნაწილის რეაბილიტაცია და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცეს მოწყობა, რომლისთვისაც, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თუმცა თანხის სავარაუდო მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.
პროექტით ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც არის დაგეგმილი, რომლის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერის მოცულობა 2 799 767 ლარს შეადგენს. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.
რუსთაველის ქუჩაზე 39 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, უსასყიდლოდ გადაეცა.