საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლისათვის ბორჯომში ტყით დაფარული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის ფაქტს “ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, თუმცა გარემოფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ხეა” . ხოლო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ტყის უბანის იჯარით აღება ჩვენც, ჟურნალისტებსაც შეგვიძლია. ამისთვის კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა შევძლოთ.
მისი თქმით, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მიწა 49 წლით პრივილეგირებულად არ გადასცემია და ქმედება სრულიად გამჭვირვალე აუქციონის წესით განხორციელდა.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი საკითხს “თითიდან გამოწოვილს” უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში 5 958 კვ/მ ფართობის ტერიტორია 49 წლით სარგებლობაში პრემიერის ცოლს, გასული წლის დეკემბერში გადაეცა. დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება