ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიები უფრო ახალია და უფრო მტკივნეულია, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია დავით-გარეჯის საკითხი, საინგილოს საკითხი…” – ეს განცხადება ახალქალაქის , კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჩვენთა საუბარში მას შემდეგ გააკეთა, რაც Rustavi 2-ის ეთერში ოკუპაციის თემაზე ისაუბრა.
მაშინ მიტროპოლიტი ამბობდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც რუსეთს ისე საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას ჰქონდა მითვისებული.
“რუსეთის ოკუპაცია უფრო ახალია და მტკივნეულია, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ქართული მიწები, რომელიც არის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ეს არის საქართველო და ეს ისტორიული რეალობა არასდროს შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რა დროს მოხდა ამ მიწების დაკარგვა 10, 100 თუ 1000 წლის წინ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება უწყვეტად და ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.