ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
აშკალა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ქალაქ წალკიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული.
სოფელში სკოლა 1972 წელს აშენდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დღეისათვის 92 მოსწავლე ჰყავთ. Დღეს Სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები არაფორმალურ განათლებაზე მსჯელობენ.
არაფორმალური განათლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებულ ბარიერს ხსნის, – სასკოლო განათლებაში მოსწავლეებისთვის სასურველი გარემოს შექმნასა და მათი ინტერესის გაძლიერებისათვის თანამედროვე მიდგომების შესახებ წალკაში სოფელ აშკალაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად იმსჯელეს.
Შეხვედრას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი და სოციალური საწარმო “გუმბათის“ თანადამფუძნებელი ირა ძირკვაძე უძღვებოდა.
აშკალას სკოლაში შეხვედრას ესწრება ვარდუჰი კალაიჩიანი, მე-11 კლასის მოსწავლე. Მისი აზრით, დღეს არაფორმალური განათლების მისაღებად ბევრი რესურსია, თუმცა სასკოლო პროცესში ამ მიდგომის გამოყენება კიდევ უფრო ეფექტურია.
Შეხვედრა ჩვენი პროექტის ფარგლებში შედგა. “საუბრები წყაროსთან” ფარგლებში უკვე თვეებია, ვმოგზაურობთ სამცხე-ჯავახეთის და წალკის სოფლებში, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და გიყვებით ამის შესახებ. პროექტი „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.