ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
2021 წლის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელფასო ფონდმა 75 000 ლარზე მეტით მოიმატა. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა გვითხრა, რომ სამი თანამშრომელი დაემატათ და შესაბამისად მოიმატა ბიუჯეტმა, ამბობს, რომ ხელფასები არ გაზრდილა.
“დაგვემატა სამი თანამშრომელი , რომლის წლიური თანხა არის ასახული 2021 წლის ბიუჯეტის სახელფასო ფონდში,”– გვითხრა ზაალიშვილმა.
აღნიშნულზე TOK TV-მ კითხვა ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე(პარასკევს) მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა, თუმცა მათ კატეგორიულად უარყვეს. დღეს კი ბიუჯეტის დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა.