რა იცის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ და როგორი პოზიცია აქვს ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ მანუკიანს? კითხვით ჩვენ “ქართული ოცნების” დეპუტატს დავუკავშირდით. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მას არავინ დაჰკავშირებია და შესაბამისად, ინფორმაციაც არ აქვს. მისივე თქმით ,, რაც მეტს ლაპარაკობს ხვდება, რომ მით უფრო არაფერი იცის ამ თემაზე“
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში ომბუდსმენს შესვლის და მონიტორინგის უფლება უკვე წლებია შეზღუდული აქვს.
ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ეკატერინე სხილაძე TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის 4 საქმე აღძრა. მათ შორის საუბარია სავარაუდო გაუპატიურების შემთხვევაზე.