რა არის სამოქალაქო აქტივიზმი? – ამ კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ადიგენში, ბოლაჯურის, სმადის და ხევაშენის საჯარო სკოლების 20 მოსწავლეს ჰქონდათ, რომლებსაც ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში 4 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდა. პროექტის ინიციატორი ბოლაჯურის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თამარ აბრამიშვილია.
აბრამიშვილს განცხადებით, პროექტში ჩართული იყვნენ აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მათ ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავენ.
ასევე, მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები და შეიქმნა ვირტუალური სივრცე, რომელიც ინფორმაციის გაცვლის, პროექტების დაგეგმვის და სკოლებთან უფრო მეტი კომუნიკაციისთვის გამოიყენება.
პროექტის განმახორციელებლების თქმით, ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე “მოქალაქეობა ეს არის შესაძლებლობა, შეცვალო გარემო, სადაც ცხოვრობ”. გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.