რა (არ) ვიცით ახალი ახალციხეში მომხდარ მკლელობასთან დაკავშირებით

May 2, 2025

“ქალს გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობა, კაცს – ხელზე და სახეზე,” – გვეუბნება სამედიცინო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი, ახალციხეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ორი ცხედარო გუშინ იპოვეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

ახალციხეში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს — გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დღესაც იმყოფებოდა, თუმცა გუშინდელის მსგავსად მეზობლები მედიასთან კომენტარზე უარს ამბობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მკვლელობა სავარაუდოდ გუშინწინ მოხდა, თუმცა არც გასროლის და არც სხვა რაიმე ხმა არ გაუგიათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეძებს თუ არა გამოძიება საქმესთან დაკავშირებით მესამე პირს? – შსს-ში ჩვენს კითხვას არ პასუხობენ.

რა შემთხვევაში აქვს პირს იარაღის ტარების უფლება და როგორ ხდება ამ უფლების მოპოვება? – შსს-ს ოფიციალურ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მსურველმა, სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ასევე, შესაძლებელია იარაღის გადაფორმება და მემკვიდრეობით მიღება.

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მსურველმა უნდა ჩააბაროს გამოცდა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის წესების ცოდნაში.