რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და რა ბარიერებია გადასალახი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ნატოში გაწევრიანება, – ამ საკითხებზე დღეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი ცხვიტავა ახალციხელებს ესაუბრა.
მისივე თქმით, ნატომ საქართველოს 30 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში არაერთი მხარდაჭერა აღმოუჩინა, მათ შორისაა ქართული ქვედანაყოფების გადამზადება და ფინანსური მხარდაჭერა.
შეხვედრა ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა. მისი ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის ოფისი იყო.