ახალციხეში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ იდეები ქალაქში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში 4 იდეა შეირჩევა.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების დასაფინანსებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა. საპროექტო ინიციატივები 11 სექტემბრამდე მიიღება.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ხორციელდება. ის HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
როგორ წარვადგინოთ ინიციატივა მერიაში და რა ფორმით, საკითხზე HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო რუხაძე გვესაუბრება.