ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, “ახალციხელობის” აღნიშვნისთვის 24 000-მდე ლარი დახარჯა, რომელთაგან ძირითადი ნაწილი, 15 000 ლარზე მეტი კვებისთვის გამოიყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ მერია გვაწვდის.
ღონისძიება 30 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, რა დროსაც დაასახელეს საპატიო ახალციხელებიც. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ეს სტატუსი 7-მა მიიღო. მათი მედლებისთვის და ყვავილებისთვის კი – 2 800-მდე ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, ფოერვერკისთვის და სცენის პიროტექნიკისთვის მერიამ – 5 700 ლარი დახარჯა.